თერაპიული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია



თერაპიული სტომატოლოგია - თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კბილების დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც კარიესით, ისე არაკარიესული პროცესებით ან ტრავმებით. კბილების აღდგენა, იგივე რესტვრაცია ხდება სხვადასხვა სახის ბჟენის საშუალებით.

კონსულტაცია:

 გულისხმობს პირის ღრუს დათვალიერებას სპეციალური კამერით, რომელიც საშუალებას გვაძლევს პაციენტს დეტალურად ვაჩვენოთ ლაივ რეჟიმში და ავუხსნათ ყველა ის პროცესი, რაც მის პირის ღრუში ხდება.

 


პირის ღრუს პროფესიული წმენდა


სრულფასოვანი პირის ღრუს პროფესიული წმენდა შედგება 4 ეტაპისგან, ესენია:


პირველი ეტაპი: სქეილინგი - იგივე ღრძილქვეშა და ღრძილზედა ქვისა და ნადების მოშორება სპეციალური ულტრასტომის აპარატით.


მეორე ეტაპი: აირ-ჭავლოვანი მეთოდი - კბილის ზედაპირებიდან ნადების მოცილება წყლის ჭავლითა და მათეთრებელი ფხვნილით. ამ წმენდის მეთოდის დროს კბილების გათეთრება ხდება მინიმუმ ნახევარი ტონით.


მესამე ეტაპი: აბრაზიული პასტით გაპრიალება - ეტაპი, რომლითაც ექიმი სტომატოლოგი ასრულებს პირის ღრუს პროფესიულ წმენდას. ამ დროს ხდება კბილების ზედაპირებზე სპეციალური პასტის მოთავსება და კბილების გაპრიალება ჯაგრისის მეშვეობით.


მეოთხე ეტაპი: 5%-იანი ნატრიუმის ფლუორიდის ლაქის აპლიკაცია - ბოლო ეტაპი, რომელსაც პაციენტი ასრულებს თვითონ. გელ-ლაქი უზრუნველყოფს კბილების რეზისტენტობას კარიესული დაზიანების მიმართ.

  კარიესი

კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. შედეგად ყალიბდება კარიესული ღრუ.

არსებობს კარიესის რამდენიმე სტადია სიღრმის მიხედვით:

  • ლაქის სტადია
  • ზედაპირული კარიესი
  • საშუალო კარიესი
  • ღრმა კარიესი

კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება.




პულპიტი-ნერვის ანთება


პულპიტი - კბილის რბილი ქსოვილების (ნერვის) ანთებაა და წარმოადგენს კარიესის გართულებას. პათოგენური მიკრობები კბილის მაგარი ქსოვილების „მონელების“ შემდგომ აღწევენ რბილ ქსოვილებამდე. შედეგად, ვიღებთ ანთებასა და გათენებულ ღამეებს.



პულპიტის მკურნალობა, რა თქმა უნდა, მოითხოვს წინასწარ ანესთეზიას. მკურნალობა იწყება დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და არხების პირდაპირი მიდგომის გზების შექმნით. შემდგომ, ისინი მექანიკურად და მედიკამენტურად მუშავდება, ბოლოს კი კბილი უნდა გამოშრეს და დაიბჟინოს.


პერიოდონტიტი


პერიოდონტიტი - პერიოდონტის ქსოვილების ანთებაა. ანთებადი პროცესი ვრცელდება არა მარტო კბილის, არამედ ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილებზეც. პათოლოგიური ცვლილებების მიხედვით განარჩევენ პერიოდონტიტის ფიბროზულ ფორმას, გრანულომას და ცისტას. ინფექციური პერიოდონტიტი, ძირითადად, კარიესის გართულებაა. 



პერიოდონტიტიანი კბილების მრავლად არსებობამ  შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც გამოიწვიოს, მათ შორის, გულისა და სახსრების დაზიანება. 
ანთებადი კბილის მკურნალობის მიზნით, კბილი იხსნება, არხები მუშავდება მექანიკურად, ანტისეპტიკურად და ულტრაბგერით. ზოგადი მდგომარეობიდან და ანთების სტადიიდან გამომდინარე კბილის მკურნალობა წარმოებს ერთ ან რამოდენიმე ეტაპად.