ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვებისთვის  პირველ შთაბეჭდილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის, პირის ღრუს მოვლისა და ზოგადად, ექიმების მიმართ. 


კლინიკათა ქსელ მოდერნ დენტალში ბავშვთა სტომატოლოგიას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ, კერძოდ ადაპტაციას გარემოსთან,ექიმთან და ინსტრუმენტებთან, რომელსაც მანიპულაციის დროს ვიყენებთ.

კლინიკაში ხელმისაწვდომია იზოლირებული ოთახი მაქსიმალურად ადაპტირებული ბავშვებზე, რათა თავი იგრძნონ დაცულად და კომფურტულად.

პატარების სამოტივაციოდ ვიყენებთ  ჯილდოებს ბუშტებისა და სტიკერების სახით.ასევე ნებისმიერი მანიპულაციის პარალელურად,პატარებს შეუძლიაათ მათი საყვარელი ანიმაციის ნახვა.
ხელმისაწვდომია პატარებისთვის ყველა სახის სტომატოლოგიური სერვისის მიღება,რაც მოიცავს თერაპიას, ქირურგიას, ბავშვთა ორთოპედიასა და ორთოდონტიას.

 

პროფესიული წმენდა

კბილების პროფესიული წმენდა ექიმი სტომატოლოგის მიერ ბავშვებში არის პრევენციული საშუალება დავიცვათ კბილები კარიესული დაზიანებებისგან. ვინაიდან ბავშვები ხშირად ეტანებიან ტკბილეულს და ვერ ახეხებენ სახლის პირობებში სრულფასოვან ხეხვას, მანიპულაცია მნიშვნელოვანია ჩატარადეს 6 თვეში ერთხელ.

 აირ_ჭავლოვანი მეთოდით,ფერადი ჯაგრისებითა და აბრაზიული პასტით ექიმი სტომატოლოგის მიერ ხდება პირის ღრუს სრულფასოვანი წმენდა.მანიპულაცია ბავშვებისთვის  არის უსაფრთხო, სახალისო და შემეცნებითი ხასიათის.

მშობლებისთვის კი ინფორმატიული თუ როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა სახლის პირობებში სწორად და როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კბილების გამოხეხვა.

 


ფისურების ჰერმეტიზაცია

კარიესული დაზიანებების 80%  მიზეზი ხშირად ხდება  კბილის საღეჭ ზედაპიზე არსებული ჩაღრმავებები( ფისურები).რომლის სრულასოვნად ამოსუფთავება ვერ ხერხდება.

 თანამედროვე სტომატოლოგიაში ხელმისაწვდომია  ფისურების ჩაბეჭვდის პროცედურა სპეციალური ლაქით, რომელიც წლების განმავლობაში დაიცავს კბილს კარიესული დაზიანებისგან.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პროცედურა ტარდება ახლად ამოსულ კბილზე ბავშვებში(პირველ მოლარზე 6-7წელი,მეორე მოლარზე 12წელი) პროფესიულ წმენდასთან ერთად,რათა მაქსუმალურად სუფთა კბილზე მოხდეს აღნიშნული ლაქის მოთავსება.

კარიესის მკურნალობა

კარიესის მკურნალობა ბავშვებში მნიშველოვანია, როგროც სარძევე ასევე მუდმივ კბილებზე. სარძევე კბილებს ისეთივე ანატომია აქვს როგორც მუდმივ კბილებს. მას ასევე აქვს ფესვები და ნერვებში .შესაბამისად  სარძევე კბილის მკურნალობაზე უარის თქმამ ისეთივე გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ,როგორც ეს მუდმივი კბილის შემთხვევაში ხდება. ტკივილი,შესიება,ზოგადი სისუსტე და ტემპერატურა, კბილის დაკარგვა.

ბავთვთა ქირურგია

კბილის ამოღება ბავშვებში საჭიროა სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე ხშირად როცა კბილი აღარ ექვემდებარება თერაპიულ მკურნალობას,პაროდონტის დაავადებების,ტრამვების ან ორთოდონტიული საჭიროების გამო.

კბილის ამოღება ბავშვებში ყოველთვის დაკავშირებულია ტკვილთან და დისკომფორტთან. ჩვენს კლინიკაში ხელმსაწვდომი თანამედროვე მეთოდებისა და ბავშვებზე ადაპტირებული გარემოს საშუალებით  შესაძლებელია კბილის ამოღება მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

ბავშვთა  ორთოპედია

გვირგვინები ხშირად საუკეთესო სამკურნალო გეგმაა გაფუჭებული ან დაზიანებული სარძევე კბილებისთვის.

გვირგვინის გამოყენების ალტერნატივა შეიძლება იყოს ექსტრაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. თუ სარძევე კბილის ამოღება საჭიროზე ადრე მოხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს  არასწორი განლაგება ან აწევა, გაჭედვა და სივრცის დაკარგვა მუდმივი კბილისთვის, რაც საჭიროს გახდის ორთოდონტიულ ჩარევას.

გვირგვინების გამოყენება სარძევე კბილს  საშუალებას აძლევს განაგრძოს ადგილის დამჭერის როლი მანამ, სანამ მუდმივი კბილები სრულ სიმწიფეს არ მიაღწევს, რომ შეასრულოს საღეჭი ფუნქცია.

უმტკივნეულო ანესთეზია

ჩვენს კლინიკაში, როგორც ორიენტირებული თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე, ხელმისაწვდომია უმტკივნეულო ანაესთეზია.

მოგეხსენებათ დიდებში და პატარებში,განსაკუთრებით კი პატარებში ხშირია ნემსის მიმართ ფობია.პატარებში მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტი არ იყოს დაკავშირებული ტკივილთან.აღნიშნული აპარატის საშუალებით მინიმუმამდე დაგვყავს ტკივილის შეგრძნება.ის არ იწვევს ტიპური ნემსის ასოციაციას,შესაძლებელია წნევის კონტროლი და მუსიკა, რომელიც თან ახლავს ნემსის გაკეთებას, გვეხმარება ყურადღების გადატანაში. აღნიშნული აპარატის საშუალებით ბავშვები ხშირად ვერც ხვდებიან, რომ ნემსი გაიკეთეს.