კბილის საბჟენი მასალები 

06.08.2024

საბჟენი მასალები 


 საბჟენი მასალები იყოფა 4 ჯგუფად :

 1. მასალები პირდაპირი დაბჟენისთვის 
 2. მასალები არაპირდაპირი დაბჟენისთვის 
 3. ჰერმეტიკები 
 4. მასალები ფესვთა არხების დაბჟენისთვვის  
 

ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ პირველ ჯგუფს  და ვეცდებით მარტივად მოგაწოდოთ ინფორმაცია და საინტერესო ფაქტები საბჟენი მასალების შესახებ . 

რა არის ბჟენი?

ანუ პაციენტის ენაზე ეგრეთ წოდებული “პლომბი”?

ზოგადად , დაბჟენის მიზანია კბილის შიდა სტრუქტურების ჰერმეტული შევსება და გარემოსგან იზოლაცია , ასევე კბილის ფორმის, ფუნქციის და ფერის აღდგენა . 

პირდაპირი საბჟენი მასალები იყოფა სამ ჯგუფად : 
1. დროებითი ბჟენები 
2. მუდმივი ბჟენები 
3. სასარჩულე ბჟენები      

დროებით საბჟენ მასალებს იყენებენ მაშინ , როდესაც შეუძლებელია კბილის მკურნალობა ერთ ვიზიტში . მათ იყენებენ ხანმოკლე დროით კბილის მაგარი ქსოვილის დეფექტების ჰერმეტულად დახურვისთვის  ან ამოვსების მიზნით . დღეს დღეობით დროებით საბჟენ მასალებად იყენებენ ძირითადად პოლიმერულ  მასალას , რომელიც სინათლით გამყარებადია . ან დენტინ-პასტას , რომელიც მყარდება წყალთან ურთიერთქმედებისას ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე  2-3 საათში . 

მუდმივი საბჟენი მასალების დანიშნულებაა კბილის ფორმის და ფუნქციის მაქსიმალური აღდგენა და ხანგრძლივი შენარჩუნება. 
 მუდმივი საბჟენი მასალები იყოფა 3 ჯგუფად : 
1. ცემენტები 
2. ლითონები 
3. პოლიმერული  საბჟენი მასალები 

სტომატოლოგიურ ცემენტებს იყენებენ პულპის დასაცავად , დროებითი ან მუდმივი დაბჟენისთვის , არაპირდაპირი კონსტრუქციების ცემენტირებისთვის . 


ლითონის საბჟენ მასალებს მიეკუთვნება ამალგამა . ამალგამას უწოდებენ ერთ ან რამდენიმე ლითონის შენადნობს ვერცხლისწყალთან . მისი გამოყენების შესახებ პირველი ცნობები მოცემულია 1800 წელს , მთელ მსოფლიოში მის პოპულარულობას განაპირობებს გამოყენების სიმარტივე და სიაფე . ამალგამის ბჟენი საკმაოდ არაესთეტიურია . შეუიარაღებელი თვალითაც საკმაოდ მარტივია მისი დანახვა პირის ღრუში . მაგრამ მაგაზე მნიშვნელოვანი არის ისიც , რომ ის ვერცხლისწყალს შეიცავს და ტოქსიკურია ჩვენი ორგანიზმისთვის . 

პოლიმერებს უწოდბენ ნივთიერებებს , რომლებიც შედგება კოვალენტური ბმებით დაკავშირებული განმეორებადი ერთეულების  ( მონომერების ) გრძელი ჯაჭვისგან . პოლიმერებიდან ძირითადად გამოიყენება კომპოზიციური საბჟენი მასალები. კომპოზიტები თავის მხრივ 2 ჯგუფად იყოფა : 
1. ქიმიური აქტივაციის კომპოზიტები 
2. სინათლით გამყარებადი კომპოზიტები


ქიმიური აქტივაციის კომპოზიტები წარმოდგენილია სისტემებით პასტა-პასტა  ან ფხვნილი-პასტა . მათი შერევის შედეგად ხდება მისი გამყარება . ქიმიური ბჟენის დადებითი არის მისი სიაფე . უარყოფითი კი -ფერთა გამა არც ისეთი მრავალფეროვანია . ასევე ორი კომპონენტის შერევის შედეგად მათი გამყარება საკმაოდ სწრაფად ხდება , ამიტომ საბჟენი მასალის შეტანა პირის ღრუში საკმაოდ სწრაფად უნდა მოხდეს .


სინათლით გამყარებადი კომპოზიტები- წარმოადგენენ ერთკომპონენტიან პასტებს , რომელიც დამზადებულია და შეფუთულია ქარხანაში .  ჰელიო ბჟენის გამყარება ხდება 450-550 ნმ ტალღის სიგრძის მქონე ხილული ცისფერი ფერით. 

სინათლით გამყარებადი ბჟენების უპირატესობა ქიმიურად გამყარებადთან : 
1. ერთკომპონენტიანობა 
2. მაღალი სიმტკიცე 
3. მუშაობის მოხერხებულობა , აუჩქარებლობ 
4. ფერთა სტაბილურობა 
5. ესთეტიურობის მაღალი ხარისხი , ფერის დასმის სიზუსტე 
6. მრავალი ფერის და სხვადასხვა ხარისხის გამჭირვალობის მიღების შესაძლებლობა 

 რაც შეეხება სასარჩულე მასალებს - მათი ძირითადი დანიშნულებაა შუალედური ფენის შექმნა ძირითადად საბჟენ მასალასა და  კბილის დენტის (პულპას) შორის.  
სასარჩულე მასალები იყოფა 2 ჯგუფად: 
1. სამკურბალო სარჩული 
2. საიზოლაციო სარჩული 

სამკურნალო სარჩული -ასრულებს თერაპიულ და დამცავ ფუნქციას , უპირველს ყოვლისა , კბილის ცოცხალი პულპის მიმართ . სამკურნალო სარჩულები შეიცავენ აქტიურ ნივყიერებებს და ახდენენ ანტიმიკრობულ , ანთების საწინააღმდეგო  და მასტიმულირებელ ზემოქმედებას პულპის ქსოვილებზე .

საიზალაციო სარჩული- გამოიყენება პულპის დასაცავად თერმული და ქიმიური ფაქტორებისგან , ასევე შეუთავსებელი მასალების ერთმანეთისგან განსაცალკევებლად .