მიოფუნქციონალური სტომატოლოგია
მიოფუნქციონალური ორთოდონტია ინტელექტუალური არჩევანი ლამაზი და ფუნქციური ღიმილისთვის
სამყაროს განვითარებასთან ერთად ფეხდაფეხ ვითარდება მედიცინის დარგები.
დღესდღეობით,ყბა-კბილთა სისტემის დარღვევების მკურნალობის უახლეს მიდგომას წარმოადგენს მიოფუნქციონალური სტომატოლოგია!
მიოფუნქციონალური სტომატოლოგია გულისხმობს ამა თუ იმ ანომალიის მიზეზის პოვნას, აღმოფხვრას და ბუნებრივი გზით, ყბების ზრდისა კბილების გასწორებას.
რა ეტაპეპის გავლა უწევს პაციენტს იმისათვის, რომ დადგინდეს ყბა-სახის მიდამოს ფუნქციური ანომალიები?
1. პირველი ვიზიტი კლინიკაში ორთოდონტ- მიოფუნქციონოლოგთან.
პირველი ვიზიტის დროს ხდება შეფასება:
*ცხვირით სუნთქვის
*სწორი ყლაპვის
*ენის სწორი პოზიციის
*სახის კუნთების მდგომარეობის
2.პაციენტი იგზავნება რენტგენოლოგიურ კვლევაზე
3.მიღებული მონაცემების საფუძველზე ტარდება OMFT კუნთების აპარატული კვლევა,რაც გულისხმობს
*ტუჩის კუნთების გაზომვას ნიუტონებში
*ენის კუნთის ძალის გაზომვას ნიუტონებში
*მარჯვენა და მარცხენა საღეჭი კუნთების ე.წ მასეტერის გაზომვას ნიუტონებში
*ტუჩის ირგვლივი კუნთის გაზომვას ნიუტონებში
მიღებული მონაცემების საფუძველზე ვსვამთ დიაგნოზს და პაციენტს ენიშნება შესაბამისი მკურნალობა
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ,რომ მავნე ჩვევებმა როგორიცაა: არასწორი ყლაპვა,პირით სუნთქვა,თითის წოვა ან საწოვარის გახანგრძლივებული გამოყენება და ფრჩხილების კვნეტა შეიძლება გამოიწვიონ, როგორც დენტალური ასევე ორთოდონტიული პრობლემები და მეტყველების დარღვევები. ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მძიმე გართულებები.
არასწორი ყლაპვა
ენის მდებარეობას მთავარი როლი უჭირავს საკვები გუნდის წარმოქმნაში და არასწორი ყლაპვის განვითარებაში. 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯერ კიდევ დამახასიათებელია თანდაყოლილი წოვის რეფლექსი,შესაბამისად მათთვის ნორმად ითვლება ინფანტილური ყლაპვა,რაც გულისხმობს ყლაპვის რეფლექსში ტუჩის კუნთების მონაწილეობას, რა დროსაც ენა თავსდება ზედა და ქვედა კბილებს შორის. 2 წლის შემდგომ გაგრძელებული ინფანტილური ყლაპვა უკვე ითვლება დარღვევად და ორტოდონტიული და მიოფუნქციონალური ანომალიების გამომწვევ პირველ მიზეზად.
არასწორი ყლაპვა შეიძლება გახდეს ორთოდონტიული მკურნალობის შემდგომი რეციდივების განვითარების მიზეზი.
თითის წოვა,საწოვარის გახანგრძლივებული წოვა,ენის წოვა,ფრჩხილების კვნეტა და სხვა მავნე ჩვევები.
დღესდღეობით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ჩვევა ფართოდაა გავრცელებული ბავშვებში და მოზარდებში ქვემოთ მოცემული გაქვთ მავნე ჩვევებისგან გამოწვეული ყბა-კბილთა ანომალიების კლინიკური შემთხვევები. თითქოს შეუმჩნეველმა ჩვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ყბის ზრდის დარღვევები და სახის კუნთოვანის სისტემის ფუნქციური მოშლა.
დაუშვებელია: თითის წოვა, ენის წოვა, საწოვარის გახანგრძლივებული გამოყენება, ფრჩხილების კვნეტა, კალმის ან ფანქრის ღეჭვა და სხვა სისტემატიური მავნე ჩვევები.
თითის წოვის შედეგად განვითარებული ღია თანკბილვა.
ენის წოვის შედეგად განვითარებული მედიალური თანკბილვა.
პირით სუნთქვა
ცხვირით სუნთქვა უმნიშვნელოვანეს როლს არსულებს ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებაში. ცხვირის ღრუში მოხვედრილი ჰაერი იწმინდება,ტენიანდება, თბება და ამ გზით მიეწოდება ფილტვებს. პირით სუნთქვის დროს ზემოთ აღნიშნული ეტაპები იკარგება, სასუნთქ სისტემაში მონაწილე კუნთები დუნდება, შედეგად ვითარდება, როგორც ყბა სახის ორთოდონტიული და ფუნქციური ანომალიები, ასევე იზრდება ყელის ინფექციების რისკები. პირით სუნთქვის მქონე პაციენტებს განსაკუთრებული შესახედობა აქვთ, რაც გამოიხატება პირღიაობაში, ფრონტალური კბილების გარეთ დახრაში, შევიწროებულ ზედა ყბაში, მცირე ზომის ქვედა ყბაში.
*ზემოთ აღნიშნულ ფოტოზე პაციენტი მკურნალობის დასაწყისში მოვიდა პირით სუნქვით,ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა მიოფუნქციური აპარტისა და სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით, ფუნქციური დარღვევის გამოსწორების შემდეგ, გაუმჯობესდა ყბა-კბილთა სისტემის ესთეტიკა.
მეტყველების დარღვევა
მეტყველების დარღვევა ერთ-ერთი შესამჩნევი მიზეზია მშობლებისთვის, რაც ორთოდონტ-მიფუნქციონოლოგთან მომართვიანობის ხშირი მიზეზია. ენის არასწორი პოზიცია, მოდუნებული ენის კუნთი, შევიწროებული ზედა ყბა მეტყველების დარღვევის განმაპირობებელ მიზეზებად ითვლება. ორთოდონტ-მიოფუნქციონოლოგი მეტყველების თერაპევტთან ერთად სახავს სწორ მკურნალობის გეგმას.
იმისათვის რომ, გაიგოთ თქვენ ან თქვენს შვილს გაწუხებთ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემა, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე "მოდერნ დენტალში" ორთოდონტ მიოფუნქციონოლოგთან.
ადრეული დიაგნოსტიკა არის მკურნალობის ყველაზე სწორი გზა!
გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს !